შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მსახიობებმა საკალანდო დადგმაში ბედნიერი ხალხი ისე ითამაშეს გულს ახარებდა ჩვენი გაუბედურებული მხარის კეთილდღეობა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 იანვარი 2020

კალნდას გილოცავთ ხალხო!

ამ კალანდამ ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენა: გურიაში შევარდნაძე ყოფილა ჩამოსული, სუფრის თამადამ სადღეგრძელო დაიწყო თურმე - ჩვენს გადამრჩენელს გაუმარჯოსო, თამადას სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა შევარდნაძე რომ ამდგარა ფეხზე და მადლობა უთქვამს. თამადას ალმაცერად გადაუხედია და უთქვამს - მაცალე თუ კაცი ხარ ლობიოს სადღეგრელოს "ვჩივიო".

მიყვარს ოზურგეთის თეატრი! ამასწინათ სერიალ "ჩცდ" გურიის ეპიზოდში ისე თამაშობდნენ დუხჭირი და გაჭირვებული ხალხის როლს კინაღამ გული გამისკდა, აგერ ახლა საკალანდო დადგმაში ბედნიერი ხალხი ისე ითამაშეს გულს ახარებდა ჩვენი გაუბედურებული მხარის კეთილდღეობა, ასეა გულის თვისება - ხან სკდება და ხანაც უხარია, ამას კი ყველაზე უფრო კარგად თეატრი აკეთებს.

ყველაზე უფრო ამ კალანდას პირადად მე ნაციონალები მომეწონა, საკუთარი ,,ხარჯებით,, შეკმაზული ლობიოს და გამომცხვარი ჭადის მირთმევა დააპირეს პრეზიდენტისათვის, მარა რად გინდა, გასაგები მიზეზების გამო კონკურსში საბიუჯეტო კუპატმა გაიმარჯვა, საყოველთაოდ დაიგმო ლობიო და კიდევ უარესი ზოგიერთების განცხადებით ნაციონალებმა სწორედ ის თავი მოგვჭრა, რომელიც იმავე ზოგიერთების აზრით საერთოდ არ გვაქვს. კაია თავის მოჭრის განცდა მაინც რომ გვეუფლება, ეგებ ამან მაინც მომავალ კალანდამდე საკუთარი თავი გვაპოვნინოს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია