შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სად და რა ფასად შეგიძლიათ თხევად აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020
სამცხე-ჯავახეთში თხევად აირზე მანქანების ინსპექტირების ცენტრი არ არის. რეგიონიდან ყველაზე ახლოს მდებარე ცენტრი გორშია.თხევად აირზე ბალონისა და სისტემის ინსპექტირება 200 ლარამდე ღირს. სისტემის შემოწმება სამ წელიწადში ერთხელ არის სავალდებულო, აირბალონის კი ხუთი წლის ვადაში. ინსპექტირების გავლის შემდეგ ცენტრი სერტიფიკატს გასცემს. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი მანქანის ტექდათვალიერების გავლაც.საქართველოში მსგავსი ცენტრი გორში, თბილისსა და ბათუმშია. გორში მდებარე ინსპექტირების ცენტრში გვითხრეს, რომ გაზის სისტემის შემოწმება 60 ლარი ღირს, თუმცა ბალონის შემოწმების შემთხვევაშიც თანხა 200 ლარამდე იზრდება.„სამცხე-ჯავახეთიდან ჯერ ბალონების შემოწმებაზე არავინ მოსულა. მთლიან შემოწმებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. ყველა ცენტრში ასეთი ფასია“, - ამბობს გორის ტექდათვალიერების ცენტრის უფროსი ზაზა მირუაშვილი.საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტის, დავით მესხიშვილის თქმით, ქვეყანაში თხევადი აირის ინსპექტირების ცენტრები ძალიან ცოტაა, რაც პროცესებს უფრო ხანგრძლივს და შრომატევადს ხდის. მისი თქმით, ამ ეტაპზე მძღოლები ინსპექტრებისთვის მზად არ არიან.მესხიშვილი აღნიშნავს, რომ მანქანების ტექინსპეტირების მსგავსად, თხევადი აირის ინსპექტირებაც ელექტრონულად უნდა აისახოს, რადგან საბუთების გაყალბების რისკი დიდია.„თხევადი გაზის ინსპექტირებაზე ინფორმაცია უნდა შედიოდეს ელექტრონულ ბაზაში, რომელსაც დაინახავდა ცენტრიც და საპატრულო პოლიციაც. ახლა კი ფურცლებთან გვაქვს საქმე და ეს ცუდია. ვფიქრობ, პროცესი უნდა გადავადებულიყო. მინიმუმ საინფორმაციო კამპანია მაინც უნდა ყოფილიყო მძღოლებისთვის“, - ამბობს მესხიშვილი.ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთში თხევად აირზე შემოწმების ცენტრი არ არსებობს. იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი ცენტრი გახსნას, საჭიროა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილება, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს.„სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს ნებართვა ამ საქმიანობისთვის, ანუ უნდა გაიაროს აკრედიტაცია ეკონომიკის სამინისტროში“, - ამბობს მესხიშვილი.ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო 2020 წლის პირველი იანვრიდან გახდა.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია