შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

H R W: საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020

Human Rights Watch- ის უმწვავესი ანგარიში - საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა.

„სპეცდანიშნულების პოლიციამ გაფრთხილების გარეშე ცრემლმდენი გაზით და რეზინის ტყვიებით გაუხსნა ცეცხლი შეკრებილებს, მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც შეკრებას ცდილობდნენ",-ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის საკითხის ცალმხრივად დაყენება ხდება.

„პროკურატურამ 67 პოლიციელს და მხოლოდ ოთხ სამოქალაქო პირს მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი", - წერია დოკუმენტში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია