შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მართლმადიდებლური ეკლესიის პოპულარობა მკვეთრად დაეცა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2020

2015 წლის აპრილთან შედარებით 25%-ით ნაკლები ადამიანი აფასებს ეკლესიის საქმიანობას დადებითად, მკვეთრი 14% - იანი ვარდნა 2019 წლის ივლისიდან იწყება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ამ პერიოდში გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც ცალსახად ცუდად უყურებს ამ ინსტიტუციის საქმიანობას. 2019 წლის ივლისში ეკლესიის საქმიანობას "ცუდად" გამოკითხულთა 5% აფასებდა, ახლა ეს ციფრი 12%-მდეა გაზრდილი.

 

2019 წლის ივლისიდან ​მოიმატა იმ მოქალქეების რაოდენობამაც, ვინც ამ ინსტიტუციის საქმიანობას არც დადებითად და არც ურყოფითად, არამედ "საშულოდ" აფასებს, ასეთია გამოკითხულთა 25%.

NDI-მ და CRRC–საქართველომ კვლევა ჩაატარეს 2019 წლის 19 ნოემბერი - 13 დეკემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკვლევაში 2180 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია