სამცხე-ჯავახეთი
მოსახლეობის 82% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
16 იანვარი 2020
NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც
საზოგადოების განწყობას შეეხება და 2019 წლის დეკემბრის გამოკითხვის
შედეგებს ასახავს, ევროკავშირსა
და ნატო-ს მხარდაჭერის ნაწილში, აღნიშნულია, რომ გამოკითხული
მოსახლეობის 82%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი,
საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია. ამ კითხვაზე
გამოკითხულთა 10%-მა უპასუხა, რომ მიუღებელია, ხოლო 8%-მა აირჩია
პასუხი: „არ ვიცი“.
კითხვაზე: „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული
მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი?“ გამოკითხულთა 74%-მა
დადებითი პასუხი გასცა, მაშინ, როდესაც ამას მიუღებლად მათი 14%
თვლის. 11%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი
შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.