შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI: პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2020

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს, კარგად - 8%, საშუალოდ - 27%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად, ჯამში - 57%, დანარჩენმა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.

 


წინა კვლევაში, რომელიც 2019 წლის ივლისში ჩატარდა, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად 8% აფასებდა, ხოლო უარყოფითად 42%. პარლამენტის საქმიანობის შეფასების უარყოფითი მაჩვენებელი "გავრილოვის ღამის" შემდეგ გაზრდილია.

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია