შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შოთაძე ღირსეული ადამიანია, რადგან შეუძლია მძიმე ნაბიჯები გადადგას" - გახარია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, შოთაძეს ღირსეული ადამიანია.

პრემიერმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს პროფესიონალი უწოდა.

„საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. ბევრი ღირსეული ადამიანია წარდგენილი, მაგრამ მე ვიცნობ მარტო ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი. მან ბოლო წლების განმავლობაში არა ერთხელ დაამტკიცა რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. იმიტომ არის ღირსეული შოთაძე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ცეკვების გარეშე.“, - განაცხადა გახარიამ.

შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუშინ წარუდგინა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია