ცესკოს წინასწარი შედეგებით, აშშ-ში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა მოიგო. ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის სამივე უბანზე მან 920 ხმა მიიღო. მმართველი გუნდის კანდიდატმა კი ჯამში 515 ხმა.
გარდა ამისა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში:
გრიგოლ ვაშაძე — 64,24%;
სალომე ზურაბიშვილი — 35,76%.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების 100%, რის მიხედვითაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება.