შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ათჯერ უფრო სამარცხვინო პრეზიდენტი იქნება...გაუგებრობებში გაგვხვევს ყველას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2018

როგორ სამარცხვინოდაც იქცეოდა სალომე ზურაბიშვილი, იმაზე ათჯერ უფრო სამარცხვინო პრეზიდენტი იქნება - აცხადებს ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსთან“ საუბარში. ელისაშვილი ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს არა მარტო მთელ საქართველოს, არამედ „ქართულ ოცნებას“.

„ძალიან უხერხული და სამარცხვინოა, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ასეთი უმაღლესი მთავარსარდალი ეყოლება, რომელიც საკუთარ არმიას საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ადანაშაულებდა და ადანაშაულებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორ სამარცხვინოდაც იქცეოდა სალომე ზურაბიშვილი, ათჯერ უფრო სამარცხვინო პრეზიდენტი იქნება. ის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს არა მარტო მთელ საქართველოს, არამედ მის დამასკუპებელ ბიძინა ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებას“. ისინი გაცილებით უფრო დიდ თავსატეხს მიიღებენ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით, ვიდრე მარგველაშვილისგან ჰქონდათ. მარგველაშვილი ერთხელ აჯანყდა, მერე კი იყო უწყინარად, სალომე ზურაბიშვილი კი გაუგებრობებში გაგვხვევს ყველას და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია