შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყოველ ჩამოსვლაზე მიხვდებით რომ გურია საქართველოს გულია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2020

"გურიაში სტუმრობაზე არასდროს იყოყმანო , ადექი და ჩამოდი !

მერე რა , თუ უკვე ნამყოფი ხარ ?!

ეს მიზეზი , დამერწმუნე , უძლურია
იმ ყველაფერთან , რაც აქ არის .

ეს ის ადგილია ,
სადაც ყოველ ჩამოსვლაზე რაღაც და ვიღაც ახალი გხვდება .

ლამაზი , კეთილი და თბილი ადამიანები ,
ლამაზი და მშვიდი ბუნება .

აქ აზრები თავისით ლაგდება ,

აქ ადამიანები ნამდვილები არიან ,

აქ გარემო გაიძულებს იყო ის , რაც ხარ ,

მიხვდე რა გინდა ,
შთაგაგონებს ათასი იდეით და გაძლიერებს .

ეს ის სიზმარია ,
გამოღვიძებულზე გულს რომ გწყვეტს , რატომ გამეღვიძაო და სასწრაფოდ ხუჭავ თვალებს , იქნებ გაგრძელდეს , მაგრამ სიზმრისაგან განსხვავებით , ეს რეალურია და მარტივად შეგიძლია იმდენჯერ
“ დახუჭო თვალები “
მის გასამეორებლად , რამდენჯერაც მოისურვებ .

აქ ის სიმშვიდე გხვდება ,
რის პოვნასაც ქალაქში ცდილობ .

ადამიანების სითბოს უსიტყვოდ , მზერითაც კი გრძნობ .

მასში იგრძნობა ყველა ის ღირსება ,
რასაც “ ქართულს “ ვეძახით ,
რაც ჩვენი ბებია-ბაბუებისგან მოგვისმენია და რითიც ვამაყობთ .

იმდენად ლამაზები და საყვარლები არიან ,
განსაკუთრებული და დამახასიათებელი იუმორით და გურული კრიმანჭულით , უბრალოდ გინდა იჯდე და უყურო ,
უსმინო როგორი გულით მღერიან ჩვენს კუთხეზე “ რა ყოფილა გურია “ შეიძლება სადღაც , გულის კუნჭულში , ეჭვი შეიტანო კიდეც საკუთარ თავში რომ ჩვენსავით ძლიერად გიყვარს და გეამაყება ,

“ სიცოცხლის სამოსახლო მხარე “

აქანე შენ საოცრად მშვიდი ხდები ,
გავიწყდება რეალური სამყარო ,
ვინ ხარ და რა ხარ იქ , სადღაც , ქალაქში .

ქალაქში სადაც ის მზერაა დაკარგული ,
რაც აქ იგრძნობა გურიაში ,
კეთილი , ლაღი , სიცოცხლითა და ენერგიით სავსე .

თვალებში ის სიკეთეა ,
რაც ადამიანებს იმედით ავსებს და უკეთესი მომავლის იმედს გიღვიძებს .

გურია ის ადგილია ,
რომლის სრულყოფილად სანახავად მხოლოდ ერთი სტუმრობა არ გეყოფა .

ყოველ ჩამოსვლაზე იგრძნობ რომ
კიდევ ბევრი დაგრჩა სანახავი .

ყოველ ჩამოსვლაზე იგრძნობ რომ მოწამლული ხარ აქაურობით .

ყოველ ჩამოსვლაზე იგრძნობ რომ
აქედან წასვლა აღარ გინდა .

ყოველ ჩამოსვლაზე იგრძნობ რომ
“ რაცხა “ აქამდე არ გინახავს .

ყოველ ჩამოსვლაზე იგრძნობ რომ
მონუსხული ხარ .

ყოველ ჩამოსვლაზე იგრძნობ რომ
უკან დაბრუნდები და არაერთხელ .

ყოველ ჩამოსვლაზე ახვალ ბახმაროში
და ჩოხატაურში დააგემოვნებ
“ ბედნიერების - გურულ ღვეზელს “ რომელსაც მხოლოდ ნათი გოგოსთან შეხვდებით 

ყოველ ჩამოსვლაზე მიხვდებით რომ
გურია საქართველოს გულია "

წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი გივიკო დიდია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია