შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2153 მილიარდერს უფრო მეტი სიმდიდრე აქვს, ვიდრე 4.6 მილიარდ ადამიანს- "ოქსფამი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2020

კვლევითი ორგანიზაცია ,,ოქსფამი" კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რის მიხედვითაც 2019 წელს 2153 მილიარდერს უფრო მეტი ქონება აქვს, ვიდრე 4.6 მილიარდ ადამიანს მსოფლიოში. კვლევის თანახმად, უმდიდრესი ადამიანების 1% ფლობს ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე 6.9 მილიარდი ადამიანი.

ორგანიზაციის განცხადებით, ასეთი შედეგი სექსისტური და ხარვეზიანი ეკონომიკური სისტემის გამოწვეულია.
,,ასეთი განსხვავება დაფუძნებულია ხარვეზიან და სექსისტურ ეკონომიკურ სისტემაზე, რომელიც უფრო მეტად აფასებს პრივილეგირებულ, უმეტესად მამაკაცთა სიმდიდრეს, ვიდრე მილიარდობით მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც არაანაზღაურებად სამუშაოზე , პირველ რიგში, ქალები აკეთებენ მსოფლიოს გარშემო",- წერია კვლევის აღწერაში.

"ოქსფამის“ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით მამაკაცები 50%-ით მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე ქალები. საშუალოდ, მსოფლიოში, ქალები მთავრობის 18%-ს, პარლამენტის კი 24%-ს შეადგენენ.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოს 22 ყველაზე მდიდარი მამაკაცი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე ყველა ქალი ერთად აფრიკაში.

"ოქსფამი" მთავრობებს რეკომენდაციების აძლევს, რითაც შეძლებენ არსებული ვითარების გამოსწორებას. ,,დაასრულეთ ექტრემალური სიმდიდრე ექსტრემალური სიღარიბის დასასრულებლად"- მოუწოდებს ორგანიზაცია მსოფლიოს. გარდა ამისა, მათი თქმით მნიშვნელოვანია, შეიცვალოს სექსისტური რწმენები და საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ქალებს არასათანადო მდგომარეობაში აყენებს.

ოქსფამი(OXFAM) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში გენდერულ უთანასწორობასა და სიღარიბეს ებრძვის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია