გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხელისუფლებას აშშ-ში მხოლოდ ერთი კაცი აღარ აკრტიკებს — თამარ ჩუგოშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2020

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა არა კონგრესმენ მალენის წერილი, არამედ მალენის გარდა, სხვა უფრო მაღალი რანგის კონგრესმენების მწვავე განცხადებებია. მისივე თქმით, თუკი ადრე მხოლოდ მალენი აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას, დღეს ეს მოცემულობა შეცვლილია.

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, საქართველოს აშშ-ს კონგრესში დამძიმებული მდგომარეობა აქვს და ქვეყანას არ აქვს იმის "ფუფუნება", აშშ-ს მაღალი რანგის თანამდებობის პირები და გავლენიანი ადამიანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით "შეწუხებულები" იყვნენ.

"კონგრესმენ მალენს რაც შეეხება, მისგან მსგავსი განცხადება სიახლე არ არის. ალბათ, ის იყო ერთადერთი წევრი აშშ-ს კონგრესის, რომელიც საკმაოდ მძიმე განცხადებებს სისტემატურად აკეთებდა. მას მხარის ამბმელები არ ჰყავდა. ჩვენ, სამწუხაროდ, შეგვეცვალა ეს მოცემულობა. მწვავე განცხადებებს აკეთებენ ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და დიდი გავლენის მქონე კონგრესმენები. როგორებიც არიან: საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეები და საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები. მათი განცხადებები ბევრად უფრო სერიოზულად აღსაქმელი და მნიშვნელოვანია", — განაცხადა ჩუგოშვილმა TV პირველის ეთერში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია