შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ცვლილებებია სოციალურ პაკეტში

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2020
გურჯანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 2020 წლის სოციალური პაკეტი განიხილეს, რომელიც მილიონ 644 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხით 19 პროგრამის დაფინანსება განხორციელდება.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის, სოფიო ქუმსიაშვილის განმარტებით, სოციალურ პროგრამაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.
„აღსანიშნავია სიახლე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას. კონკრეტულად, მცირე საოჯახო ბავშვთა სახლებში გაზრდილ სტუდენტებს სწავლა, ერთი წლის განმავლობაში, 1000 ლარით დაუფინანსდებათ. მოხდება სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლის უსახლკარო ახალგაზრდებისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფა, ყოველთვიურად-100 ლარის ოდენობით.
სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც აქვთ 30 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულა და ჰყავს 4 ან მეტი მცირეწლოვანი ბავშვი, საჭიროების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, 1000-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ცვლილებები შევიდა ასევე სამედიცინო და მედიკამენტების დაფინანსების წესში. სამედიცინო დაფინანსებაში დაიწია ზედა ზღვარმა ქულები 160 ათასიდან ჩამოვიდა 120 ათასზე.“

მისივე თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი ასევე დააფინანსებს პროგრამას - ,,აირჩიე პროფესია", რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 100 მოზარდი, პროფესიული განათლების პრაქტიკულად გაცნობის მიზნით, გაიგზავნება პროფესიული კოლეჯის 5-დღიან საზაფხულო ბანაკში.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია