შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2020
აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.„შევთანხმდით, რომ თუ ფერმერები წყლის ცენტრალურ მილზე უკანონო დაერთებას მოხსნიან, ჩვენც ჩავჭრით. გვითხრეს, კომისია შეისწავლს და წყალს თანაბრად გაანაწილებენო. რაც შეეხება სათიბებს, აქაც კომისია იმუშავებს, შეისწავლიან დოკუმენტებს და ამის მერე გადაწყდება ვისია და როგორ გადაანაწილებენ სოფელზე საძოვრებს“, – ამბობს სოფელ გორელოვკის მკვიდრი მნაცაკან ბაბაჯანიანი.სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის შეთანხმება ადგილობრივ მოსახლეობასთან მიღწეულია: „მოსახლეობის ინტერესები იქნება მაქსიმალურად განაწილებული, ყველას ექნება თანაბარი პირობები, ეს იქნება წყალი თუ საძოვრები“.მერიის შენობაში გამართულ შეხვედრას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც დაესწრო. სწორედ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის დაიწყო პირველად დაპირისპირება.კიურეღიანმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრა, სოფელში მომხდარ დაპირისპირებაზე, თუმცა განაცხადა, რომ იგი თანახმაა, ჩაჭრას ცენტრალურ მილზე დაერთება: „მაგისტრალიდან მილს ჩავჭრი, არის ერთი ვარიანტი, რომ ცისტერნებით ვზიდო წყალი. რაც შეეხება სათიბების, მე ყველა მიწა კანონიერად მაქვს დარეგისტრირებული“.კიურეღიანი სოფელ გორელოვკიდან არის, იგი დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილა. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაუპირისპირდა სოფელი, გვპასუხობს: „გზის დაკეტვის დროს მე სოფელში არ ვიმყოფებოდი, არ ვიცი რა მოხდა. მე დაპირისპირება ერთ ოჯახთან მომივიდა“.გორელოვკაში აქცია დღეს, 20 იანვარს დილით სოფლის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი ადგილობრივებმა საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. გზაზე მოძრაობა ორი საათის განმავლობაში იყო შეზღუდული.აქცია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლის შემდეგ დაიშალა. სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს სოფლის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.გორელოვკაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სუმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება სასმელი წყლის განაწილების გამო, 16 იანვარს დაიწყო. სოფელში აბობენ, რომ კიურეღიანებს ცენტრალურ სისტემაზე მილი აქვთ დაერთებული და წყლის დიდი ნაწილი მათ ფერმაში მიდის. სიტყვიერი დაპირისპირება კიურეღიანებსა და ჩაფინიანებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგადაც დაშავდა ორი პირი. სუმბატ კიურეღიანის განცხადებით მის ძმის შვილს შავში "ლაფატკა" აქვს ჩარტყმული. მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 126–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში სასმელი წყლის და საძოვრების პრობლემა ყველას აწუხებს, რადგან სოფლის გარშემო მდებარე მიწების დიდი ნაწილი, რამდენიმე პირის მფლობელობაშია. მათი თქმით, სოფელში ნაკვეთების დიდ რაოდენობას ფლობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, სოფლის დეპუტატი ასკანაზ მარკოსიანი, ასევე მერის წარმომადგენელი გორელოვკაში ლევონ არაქეილიანი.[რიმა სარუხანიან, მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია