შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცესკო-ს თავმჯდომარის კოლოსალური შემოსავალი: თამარ ჟვანიამ ერთი წლის განმავლობაში 109 ათასი ლარი აიღო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2020

2013 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შრომითი ანაზღაურების სახით სულ 798 602 ლარი მიიღო, საიდანაც 499 602 ლარი არის თანამდებობრივი სარგო, 195 871 დანამატი, 103 129 პრემია - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს:

"აღსანიშნავია შრომითი ანაზღაურების მკვეთრი ზრდა 2016 და 2018 წლებში, როდესაც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 2016 წელს თამარ ჟვანიას შრომითმა ანაზღაურებამ 157,844 ლარი შეადგინა (81,277 - ხელფასი, 51,047 - დანამატი, 25,520- პრემია), 2018 წელს კი ამ მაჩვენებელმა - 136 350 ლარი შეადგინა (111,870 - ხელფასი, 24 480 - დანამატი((ჯილდო)).

შრომის ანაზღაურება:

2013 - 59 404

2014 - 123 585

2015 - 92 546

2016 - 157 844

2017 - 119 339

2018 - 136 350

2019 - 109 534

თამარ ჟვანია 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 2018 წლის 24 დეკემბერს ის ხელმეორედ აირჩიეს ამ პოსტზე. თანამდებობაზე მუშაობის 63 თვის განმავლობაში, მხოლოდ 16 თვეა ისეთი, როდესაც მას თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემია/დანამატი არ აუღია"- წერს ორგანიზაცია.

დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ.

შენიშვნა: ფოტოს "ფლანგვის დეტექტორი" ავცელებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია