შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წულუკიანი: მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ჰუმანური პოლიტიკა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2020

მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ის ჰუმანური პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მიზანია, რომ მომავალმა მინისტრმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება, უკეთესი პოლიტიკა გააგრძელოს.

„რა თქმა უნდა, მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში თითოეული ჩემი წინამორბედი მინისტრის თაოსნობით, დაწყებული ბატონი სუბარიდან, შემდეგ უკვე მე ვცდილობ, გავაგრძელო.

გაგრძელდება პოლიტიკა, მშენებლობები – ჩვენ წელს ჩავუშვებთ და მომდევნო იუსტიციის მინისტრი გააგრძელებს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ მან, ვინც იქნება მინისტრი და ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შეძლოს, ამას დააშენოს უკეთესი რამ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია