გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლებავ, აგინთო დასავლეთმა ფაქტობრივად წითელი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ნოემბერი 2018

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დღეს გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება, სადაც არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ  მძიმე ფაქტებზეა საუბარი: 

"ხელისუფლებავ ახლაც ებრძოლე არასამთავრობო სექტორს და ეძახე ფაშისტები და სწორედ მათგან მიწოდებული მასალებით პლუს უცხოური სადამკვირვებლო მისიების დასკვნების თანახმად, კი აგინთო დასავლეთმა ფაქტობრივად წითელი!

ახლა კანდიდატების მიღებული ხმების და „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკის შესახებ: ვაშაძის მიერ აღებული 780 000 ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე მყარი ამომრჩეველია და თუ გაიზრდება, თორემ დაქსაქსვა-შემიცირება ამ ხმებს არ ემუქრება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ „ევროპული საქართველო“ მას გაემიჯნება. რაც შეეხება, ნომერ 48-ის მიერ აღებულ 1140000 ხმას, აქედან, „ოცნების“ ამომრჩეველი, ძალიან ოპტიმისტური გათვლებით, მხოლოდ პირველი ტურში მისული დაახლოებით 600 000 ამომრჩევლის ნაწილია, ნაწილი მაშინაც მიშას დაბრუნების შიშით მივიდა. ანუ ნომერ 48-ის ამომრჩეველი, როგორც სარეკლამო მესიჯები მოგვიწოდებდნენ არჩევნების დღეს (არა კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის, არა - პარტიის, არამედ სწორედ ნომრის მხარდასაჭერად მოგვიწოდებდნენ ეს მესიჯები) ძალზედ არაერთგავროვანი ელექტორატია და მასში ძირითადი ნაწილი „არა-მიშას“ ამომრჩეველია და არამც და არამც „ოცნების“. თან ეს ადამიანები, აქამდე თუ მხოლოდ ნაწყენები იყვნენ, ხვალ მორიგი იმედგაცრუების შემთხვევაში უკვე გაბრაზებულების კატეგორიაში გადავლენ. გაგრძელება იქნება ხვალ"-წერს ლაგაზიძე. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია