კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ქვემო ბოდბეში სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში კომპანია „ჯი აი ჯი ინთერნეიშენელის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბოაზ შუმერმა ახალი სამკერვალო ფაბრიკა გახსნა.

სამკერვალო ფაბრიკის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის განმახორციელებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ საწარმოში, რომელიც უახლესი დანადგარებით და სამკერვალო მანქანებითაა აღჭურვილი, ოცდაათამდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სამკერვალო ფაბრიკა როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე, საექსპორტოდ ხარისხიანი პროდუქციის შექმნაზეა ორიენტირებული.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია საწარმოს გაფართოება და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია