"2008-ში რუსებს მთლიანად რომ დავეპყარით, რას გააკეთებდნენ?
დამოუკიდებლობას ფორმალურად არ გაგვიუქმებდნენ. დასვამდნენ თავიანთ მთავრობას, რომელიც დაგმობდა წინამორბედს, როგორც უგუნურსა და ანტიეროვნულს;
იტყოდა, რომ ყველა წარმატება, სინამდვილეში, ილუზორული იყო;
განდევნიდა ან დაიჭერდა ქართული სახელმწიფოს / ჯარის / პოლიციის / იუსტიციის სახლების შემქმნელებს;
უბედური შემთხვევების სერიაში დახოცავდა ჯარისკაცებსა და სპეცრაზმელებს, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ლეონის ორდენოსან მკვლელებს აფხაზეთში და იცავდნენ ჩვენ მოსახლეობას შიდა ქართლში;
ყველა ნატვრას აუსრულებდა გაზპრომს;
სტაბილურ წაგებაზე გაიყვანდა ოდესღაც სუპერმომგებიან სახელმწიფო საწარმოებს (როგორც შევარდნაძის დროს);
გააბანძებდა და აბუჩად ასაგდებს გახდიდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს;
დაასაქმებდა უვიცებსა და უქნარებს, უვიცობისა და უქნარობის ნიშნით;
კორუფციასა და ფუფუნებაში ჩაალპობდა მმართველ კლასს, რათა ეს უკანასკნელი ორგანულად ყოფილიყო დაინტერესებული ამ რეალობის შენარჩუნებით;
კანონმორჩილ მოქალაქეებს კი მომავლის იმედს ჩაუკლავდა.
ერთი სიტყვით, გააკეთებდა ზუსტად იმას, რასაც აკეთებს "ოცნება" ბოლო 7 წელია."