სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2020
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის თანხა ასე გადაანაწილა:საქართველოს ისლამური თემი - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;საქართველოს იუდეური თემი - 300 000 (სამასი ათასი) ლარი.მთლიანობაში 3 500 000 ლარი გაიცა, თუმცა მიმდინარე წელს დარჩენილია კიდევ ერთი მილიონი: „1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით“, - აცხადებენ რელიგიის სააგენტოში. მუსლიმური, სომხური, რომაულ-კათოლიკური და ებრაული თემი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილების შესაბამისად იღებენ. „ საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს (შემდგომში – საბჭოთა რეჟიმის დროს) მიყენებულ ზიანს“, - ნათქვამია დადგენილებაში. აქვე მითითებულია, რომ მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა უცნობია „ამდენად ზიანის ანაზღაურება განხორციელდება სიმბოლურად“.მთავრობის დადგენილების მიხედვით, კონფესიების მსგავსი ფორმით დაფინანსებას ტოლერანტობისა და მრავალფეროპვნების ინსტიტუტი გამოეხმაურა. TDI მიიჩნევს, რომ ეს მოდელი კონფესიების დისკრიმინაციული შერჩევის კრიტერიუმებს დაეფუძნა: „საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ამართლებს, სრულიად განსხვავებულია სახელმწიფოს პოლიტიკა ოთხი რელიგიური თემისთვის გამოყოფილი თანხების გაკონტროლებისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში. სახელმწიფო არ ამოწმებს, თუ როგორ იხარჯება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები, თუმცა აკონტროლებს ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის „სიმბოლური კომპენსაციის“ სახით გადაცემულ თანხებს.რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პოლიტიკა და პრაქტიკა ავლენს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ლოიალურ და მიკერძოებულ დამოკიდებულებას დომინანტი კონფესიის მიმართ და, მეორე მხრივ, რელიგიურ უმცირესობათა ავტონომიაში ჩარევისა და მათი გაკონტროლების გაძლიერების ტენდენციას აჩვენებს“, - ნათქვამია 2016 წელს გამოქვეყნებულ მასალაში. იგივე დადგენილების მიხედვით მუსლიმთა დაფინანსების წესი 2016 წელს გაასაჩივრა საქართველს ახალგაზრდა იურისტტა ასოციაციამ.„აღნიშნული დადგენილება მუსლიმთა ორი რელიგიური ჯგუფისაგან - შიიტებისა და სუნიტებისაგან - ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რელიგიური ჯგუფი კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას“, – განმარტავდნენ საიაში. სამცხე-ჯავახეთში ოთხივე რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ცხოვრობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კონფესიების პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:სომეხთა სამოციქულო ეკლესია - 39.96%რომაულ-კათოლიკური ეკლესია - 9.39 %მუსლიმური თემი - 3.78%იუდეური - 0.01%[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია