შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი მიწერა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2020

აშშ-ის კონგრესის ოთხმა წევრმა - ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკაულიმ - საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას კიდევ ერთი წერილი მიწერეს.

 

ამის შესახებ ინფორმაცია ადამ კინზინგერის პრესსამსახურის უფროსმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

"დღეს ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერმინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ", - წერს კინზინგერის პრესსამსახურის უფროსი.

“Today, @RepKinzinger @GerryConnolly @RepEliotEngel & @RepMcCaul sent a letter to the Georgian PM with grave concerns over political targeting & a declining economic trend that spells trouble for Georgia’s path towards democratic reform & Western integration.” – @Maura_Gillespie

67 people are talking about this

ტაბულა დაუკავშირდა მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის, სადაც გვითხრეს, რომ წერილის ასლს მოიკითხავენ და დაგვიკავშირდებიან.

ეს არ არის პირველი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა იანვარში კონგრესმენებისგან მიიღო.

18 იანვარს, ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ხსენებულ წერილში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია