„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს შეხვედრა შუხუთისა და მაჩხვარეთის მოსახლეობასთან შედგა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტად კვლავ შიდა გზების რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა რჩება.
კონსულტაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება.
შუხუთსა და მაჩხვარეთში კრებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბიძინა იმანიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ნანაძე ესწრებოდნენ.