შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი რურუას საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020

ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთ დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. ამის შესახებ “2020NEWS”-ს დაკავებულის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ განუცხადა.

შავგულიძის თქმით, უფლებადამცველები რურუას საქმეზე უახლოეს მომავალში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სამი მუხლის დარღვევის გამო მიმართავენ. ესაა ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მეხუთე, მერვე და მეთვრამეტე მუხლები.

ადვოკატის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი იქამდე შევა, ვიდრე რურუას საქმე ქართული მართლმსაჯულების სამივე ინსტანციას მოივლის.

„ჩვენ არ ვაპირებთ, დაველოდოთ, როდის მოივლის ეს საქმე საქართველოში სასამართლოს სამვე ინსტანციას. ევროპულ სასამართლოს უკვე უახლოეს მომავალში მივმართავთ. დაახლოებით თვე ან თვენახევარი დაგვჭირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მოსამზადებლად.

სტრასბურგს ამჯერად 3 მუხლის დარღვევის გამო მივმართავთ: ეს არის კონვენციის მეხუთე მუხლის დარღვევა რაც გიორგი რურუას მიმართ წინასწარი პატიმრობის არასწორად გამოყენებას გულისხმობს. ასევე, კონვენციის მერვე მუხლის დარღვევა, რაც ჩხრეკა-ამოღებებს ეხება და რაც გიორგი რურუას შემთხვევაში რეალურად არ ჩატარებულა, რის საფუძველზე მას თითქოს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს; ასევე, კონვენციის მეთვრამეტე მუხლია დარღვეულ.

ეს მუხლი ითხოვს, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ანუ საპროცესო მოქმედებები უნდა ტარდებოდეს მხოლოდ კონვენციით გათვალისწინებული მიზნებისათვის და არა რაიმე სხვა მიზნებისათვის, მათ შორის პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მეთვრამეტე მუხლის დარღვევა, ვინაიდან გიორგი მისი აქტიური პოლიტიკური პოზიციის გამო იდევნება.

მისი დანაშაული მხოლოდ ის გახლავთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სოლიდური მეწილეა. ასევე, ის გახლავთ ანტისაოკუპაციო მოძრაობის და ასევე „სირცხვილიას“ მხარდამჭერი, მათ შორის ფინანსური მხარდამჭერი. ჩვენ ყველა ეს დოკუმენტი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე საქმეში იქნება.

რურუას აქტივობა გახდა ხელისუფლების გაღიზიანების მიზეზი და გადაწყვიტეს, რომ იგი სამაგლითოდ დაესაჯათ“, - აცხადებს შავგულიძე.

წყარო: 2020news.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია