გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ძლიერი თოვა, ქარი და ზვავსაშიშროება - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020

ძლიერი თოვა, ქარი და შტორმი ზღვაზე - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.

სინოპტიკოსები თოვას ელოდებიან როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. პარალელურად კი მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშორებას შექმნის.

"საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექს ველოდებით თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებშ ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. დაბლობ რაიონებში, ტემპერატურა იქნება +2-დან +7-გრადუსამდე. მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც თოვლია მოსალოდნელი, ზღვაზე კი ველოდებით 6-ბალიან შტორმს" - აცხადებს სინოპტიკოსი თამარ გულედანი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია