გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პატრიარქი ბათუმში კლინიკაში იმყოფება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.როგორც დეკანოზი იოანე გორელიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, პატრიარქი უკვე რამდენიმე დღეა აჭარაში იმყოფება. მას გეგმიური გამოკვლევები უტარდება და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

"პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გეგმიური კვლევაა. პატრიარქი უკვე რამდენიმე დღეა, იმყოფება აჭარაში, ხშირად სტუმრობს ხოლმე აჭარას. მას ამჟამად უწევდა გეგმიური კვლევის ჩატარება და გადაწყვიტეს, რომ ბათუმშივე მივიდნენ და ჩააბარონ ანალიზები. ისინი დღეს გაემართებიან ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მოხდება პატრიარქის ანალიზების ჩაბარება. ეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის გეგმიური კვლევა. მისი ჯანმრთელობა არის სტაბილური, არ არის გაუარესებული. 2019 წლის შემდეგ მას გამოკვლევები არ ჩაუტარებია და ახლა გადაწყვიტეს, რომ ჩაატარონ. ახლაც კლინიკაში იმყოფება", - ამბობს დეკანოზი იოანე გორელიშვილი ტაბულასთან საუბარში.

ტაბულას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა საპატრიარქოში ილია მეორეს კლინიკაში გადაყვანა არ დაადასტურეს. როგორც ტაბულას პრესამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, პატრიარქი ბათუმში "დასასვენებლადაა" წასული.

ტაბულა ასევე რამდენჯერმე დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის ხელმძღვანელს დეკანოზ ადრია ჯაღმაიძეს, რომელმაც ილია მეორეს კლინიკაში ყოფნა არ დაადასტურა.

ცნობისთვის, გუშინ ტაბულას ინფორმირებულმა წყარომ მიაწონა ინფორმაცია, რომ პატრიარქი შეუძლოდ გახდა, საქართველოს საპატრიარქომ ეს ინფორმაცია ტაბულასთან გუშინვე უარყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია