გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვერ წარმომიდგენია ბიძინა ივანიშვილმა რამე კარგად არ გააკეთოს“- ენძელა მაჭავარიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020

დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, ენძელა მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის დისერტაციაში სავარაუდოდ პლაგიატის არსებობის შესახებ კომენტარს აკეთებს. ბიძინა ივანიშვილის საკანდიდატო დისერტაციის შესწავლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თავისუფლების ინსტიტუტმა სთხოვა. მათ მოიპოვეს 1986 მოსკოვში დაცული დისერტაცია და ექსპერტთა ჯგუფს შეაფასებინეს, რომლებმაც გამოთქვეს ვარაუდი, რომ ის პლაგიატის ნიშნებს მოიცავს და არ შეესაბამება სამეცნიერო სტანდარტებს.

„მე ვერ წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილმა რამე გააკეთოს და კარგად არ გააკეთოს.მე არ მეპარება ეჭვი მის შესაძლებლობებში და მგონია, რომ ვერ არის გამომჟღავნებული ის შესაძლებლობები, რაც მას აქვს. ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ჩვენ სათანადოდ არ გვყავს კიდევ შესწავლილი."

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია