შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელები, რომლებმაც გამოცდის მეშვეობით 19 კრედიტქულა ვერ დააგროვეს და ხუთი ან მასზე ნაკლები კრედიტქულა დააკლდათ, გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლა არ მოუწევთ.„პედაგოგები ხუთი კრედიტქულის შევსებას ტრენინგებით შეეცდებიან. ტრენინგების გავლას შეძლებენ ამ სემესტრში. სანამ რეგისტრაცია დაიწყება, მათ ეცოდინებათ პირობები. ამიტომ მასწავლებლები უნდა დაელოდნონ დეტალებს“, - აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.არსებული დანაკლისის შესავსებად მასწავლებლებს ტრენინგზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან შეეძლებათ. მათ ერთი კრედიტქულის მოსაპოვებლად 25 საათიანი ტრენინგის გავლა მოუწევთ. სქემით გათვალისწინებულია, რომ მასწავლებლობის მსურველმა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ქულათა 61% და მეტი უნდა დააგროვოს. ხოლო მოქმედი პედაგოგის შემთხვევაში:გამოცდის ქულათა 31-41%-ის დაგროვების შემთხვევაში პედაგოგი ერთ კრედიტს მიიღებს;41-51% - ოთხი კრედიტი;51-61% - შვიდი კრედიტი;61% და მეტი - 10 კრედიტი;[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია