შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 იანვარი 2020

ქვიშ­ხეთ­თან ავარიის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

ავ­ტო­მო­ბილ­ში ერთი ოჯა­ხის 5 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ბავ­შვე­ბი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან - 33 წლის ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე და მისი სამი შვი­ლი - ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა, ხოლო ბან­ძე­ლა­ძის მე­უღ­ლე, 30 წლამ­დე ასა­კის ქალი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ქუ­თა­ი­სი­და­ნაა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. წყვილს გუ­შინ ქა­ლიშ­ვი­ლის იუ­ბი­ლე ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში აღ­ნიშ­ნეს. სა­ზა­რე­ლი ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბი იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან ორზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია