ოთხი მოგება და ერთი ფრე - ოზურგეთელი ფეხბურთელების წარმატება
ქ. თბილისში 8 - 23 იანვარს ფეხბურთში, უკვე ტრადიციული , ბექა ლაბუჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, 2007 - 2008 წლებში დაბადებულა შორის გაიმართა.
აღნიშნულ ტურნირზე, სადაც მონაწილეობას არაერთი გამორჩეული გუნდი იღებდა, წარმატებით იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საფეხბურთო სექციის ფეხბურთელებმა.
ოზურგეთელებმა ხუთი შეხვედრა ჩაატარეს, მათგან ოთხი მოგება და ერთი ფრე ითამაშეს და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს.
წინ ნახევარფინალებია, რომელიც 6 - 8 თებერვალს გაიმართება. სადაც ოზურგეთის გუნდი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ უკვე ფინალში მოხვედრას იმსახურებს.
,, მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებას მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობა,
,, სოხუმ - ცხუმის,, საფეხბურთო სკოლის პრეზიდენტს, ტურნირის ორგანიზატორს, ირაკლი ვასაძეს ღირსეული მასპინძლობისათვის!
ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ , რომ ჯერ ნახევარფინალები, შემდეგ კი ფინალი მოვიგოთ!,, - გოჩა კრასოტკინი.
გთავაზობთ ბექა ლაბუჩიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის( ბ - ჯგუფის ) შეხვედრების გრაფიკს, სადაც ოზურგეთის გუნდმა წარმატებული თამაშები აჩვენა :
1. ნორჩი დინამო - ოზურგეთი 0 : 1
2. ოზურგეთი - ზღვის უბანი 2 : 0
3. სამგორი - ოზურგეთი 0 : 1
4. ოზურგეთი - ცხუმი 4 : 4
5. კრწანისი - ოზურგეთი 0 : 1