შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბერძენიშვილი ოცნებას: ამერიკა გეუბნება, რომ ცუდად იქცევი, რუსეთს ემსახურები და გადაუხვიე გზას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 იანვარი 2020

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავად არის მშიშარა და სწორედ ამიტომ აპატიმრებს ყველას - ადამიანების დაშინების გზა მხოლოდ ციხე ჰგონია.

როგორც ბერძენიშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ისაუბრა, ივანიშვილი და მისი გუნდი ვერც კრიტიკას იტანს და სწორედ ამიტომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ლევან ხაბეიშვილსაც. თუმცა, მისივე თქმით, ამერიკის კონგრესი უკვე ეუბნება ხელისუფლებას, რომ ქვეყანამ გზას გადაუხვია და რუსეთს ემსახურება.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ჩვენი შეშინება. ბიძინა ივანიშვილი რომ სცემონ, შეეშინდება. მას აქვს ნათქვამი, რომ ჭკვიანი კაცი ციხეში არ ჩაჯდება. მხდალი, ლაჩარი კაცია და სხვებიც ასეთი ჰგონია. ის იყო ძალიან ღარიბი, გახდა ყველაზე მდიდარი და თავი ჰგონია ღმერთი.დღემდე არ სჯერა, რომ შეძლო ამის გაკეთება. ის ლაპარაკობს იმაზე, რა არის ლაჩრობა. რაღაც იდეის გამო ციხეში ჩაჯდომა ვერ წარმოუდგენია და ჰგონია, რომ ამ ახალგაზრდებს თუ დაიჭერს, ისინი გატყდებიან, თუ სცემენ, გაჩერდება ხაბეიშვილი და აღარ იტყვის არაფერს. თქვან, რა სიტყვები არ მოეწონათ და გავუმეორებთ, რომ არიან ლაჩრები, ოროსნები, ჩამორჩენილები. გინდათ, შევამოწმოთ საკრებულო და პარლამენტი ამ კუთხით, ჩავატაროთ ტესტირება. თუ ის არ მოსწონთ, რომ აკრიტიკებენ, მთელი მსოფლიო აკრიტიკებს მათ და რა გახდა ლევან ხაბეიშვილის კრიტიკა. ამერიკა გეუბნება, რომ ცუდად იქცევი, რუსეთს ემსახურები, გადაუხვიე გზას", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია