შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხურვალეთის პოლიციამ მოსწავლეებთან მიმავალი ტრენერები სოფელში არ შეუშვა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2020
დღეს, ხურვალეთის საჯარო სკოლაში დაგეგმილი ტრენინგი ჩაიშალა. პოლიციამ სოფელში ის ტრენერები არ შეუშვა, რომლებსაც მოსწავლეები ელოდებოდნენ. სკოლის წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ შეხვედა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ტრენერები ხურვალეთის საგუშაგოზე არ გაატარეს. შეხვედრის ორგანიზატორის, ირმა კიტრიაშვილის განცხადებით, ტრენინგი ერთი კვირით ადრე იყო დაგეგმილი და ამის შესახებ სკოლისთვისაც იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართვა უპასუხოდ დატოვა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია