შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხალხი დავით აღმაშენებელს მეძახის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 ნოემბერი 2018

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის განცხადებით, სოფელში, სადაც ის ცხოვრობს დავით აღმაშენებელს უწოდებენ.

"გეტყვით რა იყო სინამდვილეში. ჩემს გარეშე მივიდნენ პიროვნებები სალოცავში. იცით, ალბათ, ნიგვზიანში პატარა საფრთხილო საქმეა სალოცავი და მე რომ ვერ დამინახეს, ერთმა იკითხა- დავით აღმაშენებელი სადააო. ვინაა, კაცო, დავით აღმაშენებელი- ჰკითხეს მისულებმა. ვინაა და ბესიკ ტაბიძეო.

ამის მერე დაიწყო ამაზე საუბარი. არავითარი პრეტენზია არ მაქვს მეფობაზე. ის იყო უდიდესი ქართველი მეფე და მას თავს როგორ შევადარებ?! ღმერთმა დამიცვას. რაღაცები მეც მაქვს გაკეთებული, მშენებლობები ნიგვზიანში და ამ 4 წელიწადში კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ და დავითის სახელი „რაცხა ნამეტანია“. ბესიკ აღმაშენები იყოს, თუ ასე უნდა ხალხს,"- განაცხადა ბესიკ ტაბიძემ "პრაიმ ტაიმთან"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია