შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტრენაჟორები და სკვერი რომელიც 11 ათასი ლარზე მეტი დაჯდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტს სოფელ მზიანეთში ტრენაჟორების მოწყობა 11 216 ლარი დაუჯდა. მერიამ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით შპს ელიტ დესინთან დადო.

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს / Facebook

ღია ცის ქვეშ განთავსებული ტრენაჟორები მას შემდეგ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც ერთ-ერთმა ფეისბუქგვერდმა ფოტომასალა გაავრცელა. ფოტოებში ჩანს, რომ მოქალაქეებისთვის ტრენაჟორებამდე მისასვლელი გზა გაკეთებული არაა და მიმდებარე ტერიტორია დაუსუფთავებელია.

ამავე ფოტოდან ირკვევა, რომ 11 216 ლარად 5 სკამი და ორი ტრენაჟორი დაყენდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია