შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის გამო საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში შეამოწმებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2020
"შემოწმება მოიცავს სიმპტომების თვითშეფასებას ანუ პირველ რიგში, მგზავრს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი. 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, თუ ესეთი მგზავრი გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მას ექნება საშუალება გაიაროს საწყისი ტრიაჟი ადგილზე აეროპორტშივე ვიდრე მოხდება მისი გამოშვება ან გადამისამართება სამედიცინო დაწესებულებაში", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულია.როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია და ექიმები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია