შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ ISIS-ის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 იანვარი 2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამტკიცებს, რომ ტერორისტული ორგანიზაციის, ISIS-ის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას. ასე გამოეხმაურა გოგაშვილი Facebook-ზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სპეცრაზმელის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტას.

"ყველამ [უნდა] გაიგოს როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, რომ ამ ISIS-ის ტერორისტების უკან იდგნენ და დგანან საქართველოს "მთავარი" ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო,რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას", — დაწერა გოგაშვილმა.

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო. მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ სუს ტერორიზმთან კავშირს ვერ ადასტურებს და უდანაშაულო შვილი მოუკლეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია