გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზენაიშვილი: "ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ ადამიანებით მანიპულირების შესაძლებლობა - აქედან გამოსავალი პრივატიზაციაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2020

"როგორც ახლანდელ, ასევე მომავალ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ ადამიანებით მანიპულირების შესაძლებლობა - აქედან გამოსავალი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებების კერძო საკუთრებაში გადასვლაა"

ეს განცხადება პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" ლიდერმა გურიაში, ვახტანგ ზენაიშვილმა, "გურიის მოამბეს" ვებ გვერდის გადაცემა "მთავარ თემაში" საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ყველაფრის პრივატიზება, რკინიგზის, პორტების, საბადოების, წიაღისეულის, ტყეების, მიწების და ასე შემდეგ;

"მანამ სანამ ხელისუფლების ხელში რჩება ეს დიდი რაოდენობით სიმდიდრეები, ნებისმიერი ხელისუფლებაში მოსული ჯგუფი დაიწყებს ამ სიმდიდრეებით მანიპულირებას, აქ დასაქმებული ადამიანების მეშვეობით ხელისუფლების შენარჩუნებას და ვიტრიალებთ ერთ და იმავე წრეზე. აქედან გამომდინარე დღეს საქართველოში მთავარი პრობლემა არის საკუთრების პრობლემა, მანამ სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება შეუძლებელია სხვა პრობლემების გადაჭრა.  ადამიანს არ სჭირდება ხელისუფლების "აპეკუნობა"." თქვა ზენაიშვილმა.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ "გურიის მოამბის" ვებ გევრდზე www.guriismoambe.com

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია