გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბათუმში შემოწმებულ 2 ჩინელ ტურისტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2020

ბათუმში შემოწმებულ 2 ჩინელ ტურისტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, მათზე ეპიდემიოლოგების ზედამხედველობა უკვე მოხსნილია.

On.ge-სთან საუბრისას მიქელაძე აცხადებს, რომ ჩინელი ტურისტებს, რომლებიც ქვეყანაში ორი კვირის წინ შემოვიდნენ ნაცხის ანალიზი აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნეს. მისი თქმით, კორონავირუსი არც ანალიზის შედეგებმა და არც შემდგომმა დაკვირვებამ დაადგინა. მიქელაძის განმარტებით, ტურისტებს ვირუსის მახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ ჰქონდათ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვირუსზე მონიტორინგი გრძელდება, როგორც საზღვარზე, ასევე, საბაჟოებზე და არამხოლოდ ჩინელ ტურისტებზე. მიქელაძის თქმით, მოწმდება ყველა საეჭვო შემთხვევა.

ავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის გამო საქართველო ჩინეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას დროებით წყვეტს. შეზღუდვა 2020 წლის 29 მარტამდე იმოქმედებს.

გუშინ, 28 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. ვირუსის კერად ჩინეთის ქალაქი უხანი ითვლება, სადაც საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.

ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი 4,500-ს აჭარბებს. ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა.

კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის: სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია