შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ არ მიეწოდება ლანჩხუთელებს წყალი როცა მასზე გამოყოფილი თანხა უკვე ათვისებულია

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2020

ასკურავა - ხელისუფლებამ წყლისგაყვანილობისათვის გამოყოფილი 147 ათასი ლარი წყალში გადაყარა

ქალაქ ლანჩხუთის გარეუბნების, ლაშისღელის და აგარაკის მოსახლეობას, მიუხედავად იმისა რომ პროექტზე მუშაობა დასრულდა და 147 ათასი ლარი უკვე დაიხარჯა წყლის გაყვანილობაზე - წყალი მაინც არ მიეწოდება - აცხადებს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა და ადგულობრივ ხელისუფლებაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს:

"ალბათ, ქ.ლანჩხუთის ლაშისღელის და აგარაკის ნაწილმა არაფერი იცის იმის თაობაზე,რომ 2018 წლის ნოემბერში, შპს "ნდმ"მოიგო ტენდერი, რომლსაც ხელშეკრულების მიხედვით, ზემოთ მოყვანილი უბნების 500 მოსახლისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა უნდა მოეგვარებინა.
ამ პრობლემების მოგვარებაზე, დიდი ზარზეიმით გვამცნო, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთობლივად.პროექტი 147 ათასი ლარს შეადგენდა და უნდა დასრულებულიყო 2019 წლის ზაფხულში.

30.01.20 მდგომარეობით 500 მოსახლიდან არცერთს პრობლემა არ აქვს მოგვარებული.მეტიც, აღნიშნული პროექტი საერთოდ გაჩერებულია და იქ დღეის მდგომარეობით სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. გამარჯვებული შპს მიერ ჩაყრილ მილებს მიწა გასულ ზაფხულში წააყარეს,ისიც ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომის ასარიდებლად.
ახლა მიზეზების ძიება რომ დაიწყო, არ არის გამორიცხული დამნაშავედ ყველა გამოგვაცხადონ გარდა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისა,რომლებიც მოსახლეობამ იმიტომ დაიქირავა და ათასობით ლარს იმიტომ უხდის ხელფასის სახით(იმას იქეთ რას შოულობენ ეს სხვა თემაა) რომ მსგავსი პრობლემები მოუგვაროს სწრაფად და ეფექტურად" წერს ასკურავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია