კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პანკისში გვარებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე საქმის განხილვა 6 თებერვლიდან დაიწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2020

თელავის რაონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პანკისში, გვარებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა 6 თებერვლიდან დაიწყება.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს წინასასამართლო სხდომაზე იქნა მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, წინა სხდომებზე თარჯიმნის გამოუცხადებლობის გამო, მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობა ვერ შედგა. აღნიშნულ ფაქტზე ბრალდების მხარემ სასამართლოს საქმეზე მოპოვებული ყველა მტკიცებულების დასაშვებად ცნობა დღეს სთხოვა და შესაბამისი ნუსხაც წარადგინა.

მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია დაცვის მხარემაც, მაგრამ ყველა მათგანი სადაო გახადა. სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული, რომლებიც წარდგენილ ბრალს აღიარებენ.

გამოძიება 22 წლის არბი ქავთარაშვილს 37 წლის ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობას, 28 წლის რამაზ ხანგოშვილს კი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

შეგახსენებთ, გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისური მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა. ქისტური ადათ- წესით გვარების შესარიგებელი შეხვედრები, პანკისის ხეობაში პერმანენტულად მიმდინარეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია