შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადამიანი მომიგზავნეს, თუ ოპოზიციას არ ჩამოშორდები, თემირლანის საქმეს შევწყვეტთო — მაჩალიკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2020

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას რამდენჯერმე ადამიანი მიუგზავნეს, რომელმაც მოსთხოვა, გაერთიანებულ ოპოზიციას ჩამოშორებოდა. ამის შესახებ მან გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა.

"ორჯერ თუ სამჯერ იყო მოგზავნილი ადამიანი, თუ არ ჩამოშორდები გაერთიანებულ ოპოზიციას, ჩვენ შევწყვეტთ გამოძიებას და პირდაპირ დავადანაშაულებთ თემირლანს ტერორიზმშიო", — ამბობს მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, ბოლო შემოთავაზება ორი თვის წინ იყო.

დღეს დილით, 29 იანვარს პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაცვამ პარლამენტში არ შეუშვა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ბოკუჩავასთან ერთად ცდილობდა, თუმცა დაცვა მხოლოდ დეპუტატის შეშვებას დათანხმდა.

მაჩალიკაშვილი და ბოკუჩავა აპირებდნენ ბრიფინგის გამართვას, რომ პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოეთხოვათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაჩალიკაშვილი და ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია