გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპარლამენტარი: არ ვიცი, ადარდებს, თუ არა ივანიშვილის ხელისუფლებას პარტნიორების აზრი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2020

"მოქმედი მთავრობა თავისი დარღვეული პირობებით და გარკვეული ანტიდემოკრატიული ტენდენციებით, სამწუხაროდ, არ ეხმარება საქართველოს, რომ ევროპარლამენტში მეტი მეგობარი იპოვოს. 

საქართველოს, რომელიც ჩვენი მეგობარია, არ ეხმარება [მთავრობის ამგვარი ქმედებები], რომ შეინარჩუნოს წამყვანი პოზიცია და დარჩეს ფლაგმანად. ჩვენ აქ, ევროპარლამენტში ძალიან გვჭირდება კარგი ამბები საქართველოს ევროპული გზის გასაკვალად. მივიღეთ ინფორმაცია აშშ-ის სენატორების მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ წერილებზე, სადაც ისინი შეშფოთებულები არიან ასეთი ქმედებების გამო. 

ეს წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საარჩევნო წელია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია... ოპოზიციის ლანძღვით, პირობების დარღვევით, კანონების, საარჩევნო სისტემის მანიპულირებით, ისინი მართლა ძალიან ცუდ იმიჯს იქმნიან იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო. 

არ ვიცი, რამდენადაა ევროკავშირისა და აშშ-ის მოსაზრება ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი."

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საუბრობს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და იმ კრიტიკულ გზავნილებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორებისგან იღებს.

"ტაბულა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია