გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიგანტური ხეების შემდეგ ივანიშვილს შეკვეთილის რეზიდენციაში ბამბუკები გადააქვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2020

გიგანტური ხეების შემდეგ ივანიშვილს შეკვეთილის რეზიდენციაში ბამბუკები ციხისძირიდან გადააქვს - მოსახლეობა ეკოსისტემის განადგურებაზე საუბრობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს ჟურნალისტის კითხვამ ლამის მოთმინება დააკარგვინა, კითხვა ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვას შეეხებოდა, მთავარი არხის ჟურნალისტმა მას კითხვა ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხეების გადარგვის შემდეგ ახალ გატაცებაზე, ბამბუკის ხეების გადარგვაზე დაუსვა.

 

"შეიძლება ითხვას რომ დღეს მინისტს დავითაშვილთან გვქონდა ძალიან მარტივი შეკითხვები, მთავარი არხის გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო, რომ აჭარიდან გურიის მიმართულებით ბამბუკები გადაჰქონდათ სატვირთო მანქანებით, ეს სატვირთო ავტომობილები გაჩერდნენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვესვა შეკითხვები მინისტრისთვის ქონდა თუ არა ინფორმაცია და ზიანდება თუ არა ეკოსისტემა, კითხვებზე მინისტრი ღიზიანდება იწყებს ყვირილს და რამდენჯერმე მომმართავს ტერმინით - "ბიჭო"" - აცხადებს მთავარი არხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი.
ჟურნალისტის თქმით კამათის შემდეგ მინისტრი მისმა პრესსამსახურმა სიტუაციას განარიდა და დამატებითი კითხვების დასმის საშუალება არ მიცა ჟურნალისტებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია