შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე: ე.წ განგაშის თამასა, მთელ მსოფლიოზე გავრცელდა [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 იანვარი 2020
„მოგეხსენებათ, გუშინ გვიან ღამით დამთავრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ჩინეთში და ჩინეთის გარეთ. საგანგებო კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა და ბატონმა ტედროსმა გუშინ პრესკონფერენციაზე ეს მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც იყო მხოლოდ ჩინეთისთვის 10 დღის წინ გამოცხადებული, გავრცელდა მთელს მსოფლიოზე. ანუ საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა, ინფექციის პრევენციისა და ამ ინფიცირებული ადამიანების, თუ ასეთები იქნენ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.მისი თქმით, სწრაფად იზრდება შემთხვევების რაოდენობა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 9 692 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. სამწუხაროდ, ამ დაავადებით უკვე გარდაცვლილია 213 ადამიანი.ვიდეო:ტელეკომპანია რუსთავი 2[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია