გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ საკრებულოს დეპუტატებს გირაო შეეფარდათ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 31 იანვარი 2020

საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. ქართული ოცნების დეპუტატებს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ასევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი ზარქუას ჩვენების საფუძველზე მას პროკურატურამ ცემის მუხლით წარუდგინა ბრალი. საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე ლევან ხაბეიშვილის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია