შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ აფასებენ ოზურგეთში კონსტანტინე შარაშენიძის მერობის ორწლიან პერიოდს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 თებერვალი 2020

ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

"გურიის მოამბე" დაინტერესდა როგორ აფასებენ ამომრჩევლები მერის მოღვაწეობის ამ პერიოდს.

დღეიდან ყოველ ნომერში ჩვენ შემოგვთავაზებთ გამოკითხვებს - თუ როგორ აფასებს ოზურგეთის მოსახლეობა მერის განვლილ ორწლიან პერიოდს? - გამოკითხვები ატარდება ქალაქის ყველა უბანში, და სოფლებში.

ამჯერად რედაქციის წარმომადგენლები ოზურგეთის ე.წ. "აგრარულ ბაზარს" ესტუმრნენ, სადაც არჩევნების დროს შარაშენიძეს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ყავდა.

სამწუხაროა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხისაგან თავს იკავებს, ვიმედოვნებთ, რომ ქალაქის უბნებსა და სოფლებში ამ მხრივ განსხვავებული სურათი დაგხვდება.

გ. ქ: მინდა  მივიდეს ჩვენი ხმა ქალაქის მერთან, რომ რაც დაგვპირდა აგვისრულოს ის. დაგვიპრდა  ელემენტაული გზა, წყალი, მარა მის ნებაზე რომ იყოს მაგას ვინ რას ეკითხება,ზემოდან რასაც უბრძანებენ იმას აკეთებს. ახლა არჩევნების დროს, მარტო მაგას კი არა, უკვე ყველაფერს გავითვალისწინებ. ხალხი ცხვარი არაა სადაც გინდა იქ გარეკო და გამორეკო. დაფინანსებას არ აძლევენ იმდენს რაც გვჭირდება ის გააკეთოს ჩვენთვის. ისე გამოდის პასუხისმგებელი პირი არ გვყავს ქალაქში მაინც.

მერი არის ძალიან კარგი პიროვნებაა,ბ ევრს აკეთებს, მაგრამ რა ქნას ჯიბე აქვს ცარიელი.

მალხაზ ჭაღალიძე: არავინ არ მოგიტანს სახლში პურს და ყველს, თუ არ იშრომე, რა ქნას კოტე შარაშენიძემ, რის საშუალებასაც აძლევენ კი აკეთებს და პაწა ხალხმაც უნდა გაანძრიოს ხელი.

კვაჭანტირაძე დავით ვარდენის ძე: 82 წლის კაცი ვარ და ტანში გამაჟრჟოლებს რომ ვიხსენებ წინა პერიოდებს და დღეს უკეთესადაა ყველაფერი. ოღონდ აცალონ ამ ხალხს მუშაობა, მერს, გამგებელს და მთავრობას დააცადონ მუშაობა და ყველაფერს იზამენ კარგად, ნაციონალები უშლიან ხელს და არ აცლიან, აბა მე რა მაქვს მგენთან სამსჯელო. ქართველმა კაცმა ის არ უნდა იკადროს რასაც მაგენი კადრულობენ. თქვენ გუშინდელი ბაღანა კი არ გეგონოთ, კაის და გლახას ადრეც ვარჩევდი და დღესაც ვარჩევ. ჩვენი მერი ნამეტარი კარგია და უფრო კარგი იქნება, ოღონდ აცალონ მუშაობა.

რა აზრი აქვს თქმას, როის უნდა გამოიღოს შედეგი 20 წლის შემდეგ?

4 წელია დავსდევ ბებია მაგათ, კოტე შარაშენიძე კი არა, 5 შარაშენიძე იყოს თუ გინდა, შემოქმედში ვცხოვრობთ, წყალმა გამოგვირეცხა სახლის საძირკველი, მოგვცეს სახურავი, მაგრამ სახლი თუ წაიქცა რას დავახუროთ? ვიხვეწები და კაცი არაა გამკეთებელი, მოდიან, იღებენ და აფერი. არ მეხმარებიან რახანც მოვაჭრე ვარ და არა თანამდებობის პირი.

სანამ აირჩევდნენ იცი რა გვითხრა მაგან, ყველანაირად დაგეხმარებითო, მაგრამ როგორც თქვენ არ მინახიხართ აქ მოსული იმის მერე, ისე იგი. კოტე შარაშენიძე კი არა საკუთარი მამა რომ იყოს ჩემი, იმაზე ვიტყვი ისე მაქვს სული გამწარებული. 21- ე საუკუნეში ასეთ პირობებში უნდა გვიწევდეს მუშაობა?

ლიანა: ვინაა დეიდა ჩვენი მერი ვიცით? ხმის მიცემა რომ უნდოდა მაშინ მოდიოდა, აბა იმის მერე ჩვენ ეგ არ გვინახავს, კაცი ჩვენდა არაა.ერთხელ მაინც შემოვიდეს, დაგველაპარაკოს, გვკითხოს იქნებ რამე გვჭირდება, იქნებ რამე გვინდა.

ნაირა: ძაან კარგი კაცია ქნას მეტი რასაც აკეთებს? რა უნდა ქნას, რის საშუალებასაც აძლევენ იმას აკეთებს.

ქეთევან თალაკვაძე: მე კოტეს გაკეთებულ საქმეებს ვერ შევაფასებ, მე ოცნების მხარდამჭერი ვიყავი და ნაციონალების ხსენების რომ ეშინოდენ 2012 წელს მაი კაცი ძვირფასად მოღვაწეობდა. მე ბახველი ვარ და იმისთანა ცუდი გზა გვქონდა ეზარებოდა ტაქსსაც ამოსვლა, ახლა დიდებული გზა დაგვიგენ. კონსტანტინე შარაშენიძე კი არა მამაჩემი გიორგი თალაკვაძე რომ მოიყვანონ არ იქნება ამაზე მეტი შედეგი.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია