შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უწყლობა ლანჩხუთის სოფელ "ნიგვზიანისთვის მუდმივ და გადაუჭრელ პრობლემად იქცა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 თებერვალი 2020

"28 წელია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში (ჯუმათში) ვცხოვრობ (ბოლო წლებია თუ არ ვცხოვრობ, ინტენსიურად მაინც ჩამოვდივარ) და რაც მახსოვს ამ დროის განმავლობაში, მუდმივი უწყლობაა. არ არის სასმელი წყალი და ადამიანები ბოცებით ეზიდებიან. ვისაც ეზოში ჭა არ აქვს, სასმელი კი არა, ყოველდღიურად სახარჯო წყალიც ხელით აქვთ მოსაზიდი. აგერ რამდენიმე წლის წინ ჩემი ქუჩის მაცხოვრებლებმა საკუთარი რესურსით ერთი ტბორიდან წყალი გამოიყვანეს. ეს წყალი წყდება ყოველ ჯერზე - გაწვიმდება და იჭედება მიწით, ტოტებით და ნაგვით, სიცხეა და შრება ის ტბორი. მოკლედ მუდმივი და გადაუჭრელი პრობლემაა უზარმაზარი სოფლისთვის უწყლობა. გურიის რეგიონი და მათ შორის ლანჩხუთის რაიონი კი ყოველთვის ღარიბია ყველაფრით, მათ შორის ინიციატივებითაც.

ვერასდროს მოვახერხე სოფლის საერთო კრებაზე დასწრება, საინტერესოა რას ითხოვს ხალხი. ორი-სამი დღეც კი ზამთარში სოფელში ჩამოსვლა თავსატეხად მექცევა-ხოლმე, იმის გამო რომ წყალი არაა და წვიმასა და თავსხმაში წყალი უნდა ვზიდო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა გასული წლის 23 დეკემებერს, 58 000 ლარი უდევთ წყლის სისტემების განვითარებასა და ექსპლუატაციაში. ის მაინც მასწავლა მუნიციპალიტეტებთან მუშაობამ ამ წლების განმავლობაში, ბიუჯეტში ყველაზე დიდი წილი ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე რომ მოდის, ხოდა დიდი იმედი მაქვს მაგ 58 000 ლარიდან ამხელა სოფლისთვის წყლის სისტემის შექმნას და ექსპლუატაციაში ჩაშვებასაც მოხმარდება თანხა.

21-ე საუკუნეში წყალს რომ ითხოვ ადამიანი, ცოტა უხერხულია, მაგრამ ასე საჯაროდაც მოვითხოვ იქამდე, სანამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალურ წერილს მივწერდე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის გურიის ადმინისტრაცია"

წერს საკუთარ ფეისბუკ გევრდზე ამავე სოფლის, ნიგვზიანის მკვიდრი და ამჟამად თბილისში მცხოვრები, ირმა ბებერაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია