სამცხე-ჯავახეთი
ახალქალაქელი მელიქ რაისიანი კიევში სააკაშვილს შეხვდა
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
31 იანვარი 2020
„სამხრეთის კარიბჭე“ მელიქ რაისიანის შვილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელის, აშოტ რაისიანს ესაუბრა, მისი თქმით, მელიქ რაისიანი, სააკაშვილს დღეს 31 იანვარს შეხვდა. ის კიევში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება.„მამაჩემი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, ისინი მეგობრები არიან. ისაუბრეს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. წინ დიდი სამუშაო გველოდება. გვინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა სომეხმა მოსახლეობამ ხმა ჩვენ მოგვცეს. ამისთვის ყველა ქალაქს და სოფელს მოვივლით სადა სომხები ცხოვრობენ“,- ამბობს რაისიანი.მისი თქმით, ასევე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე.მელიქ რაისიანი და მიხეილ საკაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში რაისიანმა გაავრცელა.„სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა მელიქ რაისიანს, რომელმაც გვითხრა, რომ ხვალ, პირველ თებერვალს გააკეთებს კომენტარს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]