შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბერძენიშვილი:ივანიშვილის ხელისუფლება გაძვალტყავებულია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 თებერვალი 2020

გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დაკნინებულია და იქ სერიოზული პოლიტიკური ფიგურები არ არიან.

ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკის არაფერი იცის.

„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკის არაფერი იცოდა. შემდეგ ვინც „ქართულ ოცნებაში“ აღმოჩნდა, არც იმათ იცოდნენ პოლიტიკის, პოლიტიკური კლასის წევრები იქ არ ყოფილან. დღევანდელზე არც კი ვლაპარაკობ. მესამე რიგის კი არა, მეხუთე რიგის პოლიტიკოსები არ ყოფილან არც თალაკვაძე და არც არავინ. ივანიშვილის დღევანდელი ხელისუფლება იმდენად გაძვალტყავებულია, რომ მასში ფიგურები არიან მურუსიძეები, ჩინჩალაძეები...

პარლამენტში გამოჩნდნენ, არ უნდა დავუკარგო გოკა გაბაშვილს მიგნება, რომელმაც ჩაავლო დეპუტატ მაჭარაშვილის სერიოზულ განაცხადს, რომ ჩვენ უნდა ავამაღლოთ ამერიკელი კონგრესმენების ცნობიერების დონე. ამ დონემდე დაკნინდა ერთპარტიული ხელისუფლება. ივანიშვილმა, რომელსაც შეეძლო მრავალპარტიულობისკენ წაეყვანა ქვეყანა, ვერ აიტანა კონკურენცია ჯერ ჩვენთან, პოლიტიკურ პარტნიორებთან. ასოცირების ხელშეკრულებამდე მივაღწიეთ, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა და მაშინვე რომ წამოვსულიყავით უკეთესი იქნებოდა და შემდეგ ამომრჩეველმა ამაზე საკადრისი პასუხი გაგვცა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია