გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყველაზე დიდი ლობისტობა ის რეალობაა, რაც ქვეყანაში ხდება — ნინო წილოსანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 თებერვალი 2020

ქართული ოცნების წევრი და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი ლობისტობა ის რეალობაა, რაც ქვეყანაში ხდება. ეს შეფასება მან მთავრობის მიერ, ამერიკასთან ურთიერთობის განმტკიცებისთვის, ლობისტური კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"ვფიქრობ, ყველაზე დიდი ლობისტობა არის ის რეალობა, რაც ქვეყანაში ხდება და ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის წევრები მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან ჩვენს პარტნიორებს", — თქვა ნინო წილოსანმა ფორმულასთან საუბრისას.

საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა. დოკუმენტი 27 იანვრით თარიღდება და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზეა განთავსებული.

ამ ლობისტურ კომპანიას საქართველოს მთავრობა, მომსახურებისთვის ანაზღაურების სახით, 2019 წლის ხელშეკრულებით ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია