უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე განაცხადა, რომ ნამდვილი სირცხვილი ის არის, “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ.
“თუ მათ ნამდვილად უნდათ, რომ ოპონირების რეჟიმში შევიდნენ და ვიკამათოთ მათთან რაიმე თემაზე, მათ შეუძლიათ ეს 30-40 კაციანი აქციებიც გააგრძელონ, შემოვიდნენ და აქაც ვიკამათოთ რეალურ თემებზე, რეალურ გამოწვევებზე, იმაზე იყო თუ არა შეცდომა, დაპირებისგან უკან წასვლა, გადაწყვეტილების აუსრულებლობა, იყო თუ არა სპექტაკლი თუ შიდადემოკრატიული პროცესი. ამ თემებზე სალაპარაკოდ არ შემოდიან ერთადერთი მიზეზით -ამ არგუმენტებში აუცილებლად დამარცხდებიან. შემდეგ ვერ გაუგზავნიან ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ყალბ და „ფეიკ“ ნიუსებს. ამ კამათში გამოიკვეთება სიმართლე და სიმართლე გამოიკვეთება მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე -სპიკერის ამერიკაში ვიზიტის დროს, სადაც ვამხელთ იმ „ფეიკ ნიუსებს“, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული განცხადებები კეთდება,თუ იქნება სირცხვილის კორიდორი და ამ შემთხვევაში არმოხდება ხელშეშლა გადაადგილებაში, არ შეიზღუდება საქმიანობა, მაშინ ბუნებრივია, რაიმე კანონისმიერი იძულებითი ღონისძიებები სახელმწიფოს არ დასჭირდება“.